ალტერა არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს ციფრული მიმართულება და უზრუნველყოფს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სერვისებისა და პროდუქტების შექმნას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით მიწოდებას.
ალტერას გუნდში არიან მაღალი დონის IT სპეციალისტები, ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები და ამავდროულად ყველა სერვისი თუ პროდუქტი იქმნება ლოიალტეს პროფესიონალი კონსულტანტების ჩართულობით, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს დამკვეთის საჭიროებები, განხორციელდეს მათზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავება და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება.
Altera Finance - ფინანსური ანგარიშგების ავტომატურად გენერირების, ფინანსური ანალიტიკისა და საგადასახადო რისკების ავტომატიზებულ რეჟიმში შეფასების მოდულია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს უმარტივებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას, SARAS-ის რეგულაციებთან შესაბამისობას და საგადასახადო რისკების შემცირებას.
ამისათვის თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ სისტემაში. მეტი დეტალი აქ: https://finance.altera.ge/signup
გთხოვთ იხილოთ მთავარ გვერდზე არსებული ტუტორიალი. მეტი დეტალი აქ: https://finance.altera.ge/#tutorials
ანგარიშგებების გენერირების უფლების მისაღებად საჭიროა შესაბამისი პაკეტის შერჩევა და შეძენა
თქვენს მიერ შერჩეულ პაკეტზე ღილაკი „ყიდვა“-ს დაჭერით შედეგად, მეილზე გამოგეგზავნებათ შესაბამისი ინვოისი. ინვოისში მითითებული თანხის გადახდის შემდგომ, თქვენ მოგენიჭებათ ანგარიშგებების გენერირების შესაძლებლობა „ტოკენები“.
შესყიდვის შემდგომ, თქვენ ელექტრონულად გამოგეგზავნებათ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დღგ-ის ადმინისტრირებისთვის გამოგიწერთ შესაბამისი პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.
არა. თქვენ პროგრამა დაგიანგარიშებთ ყველა იმ მონაცემს რომელიც უნდა შეიყვანოთ „saras“-ის ავტორიზირებულ ვებგვერდზე ჩაშენებულ „ციფრულ ფორმებში“.
პროგრამა გაძლევთ ბუღალტერიაში უხეში შეცდომების ავტომატურად იდენტიფიცირების და გასწორების შესაძლებლობას. ასევე, შესაბამისი პაკეტის ყიდვის შემთხვევაში „ALTERA“-ს თანამშრომელი გაგიწევთ ტექნიკურ დახმარებას „SARAS“-ზე ანგარიშგების შექმნის პროცესში.
არა. სისტემა ხელმძღვანელობს თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემებით და მათ სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. მეტი დეტალები იხილეთ „პროდუქტის მოხმარების წესებსა და პირობებში“.